top of page
Search
  • Writer's pictureENYA

ფსილიუმი

Updated: May 30, 2021

-”...თუ ცომი არ ამოვა?”

-”როგორ გამოვაცხო ხრაშუნა გარედან და რბილი პური შიგნიდან?”

ამაში დაგეხმარებათ POLEZZNO-ს ფსილიუმის ფქვილი.



☝️ ფსილიუმი არის მრავალძარღვის თესლის ქერქი.

რით არის სასარგებლო:


📌ფსილიუმი 85% შედგება ხსნადი ცელულოზისგან.

📌წყალთან შეხებისას, მრავალძარღვის ქერქი გადაიქცევა ჟელატინის მასად. შესაბამისად ფსილიუმი არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროტრავმების განკურნებას უწყობს ხელს, არამედ ხელს უშლის ცხიმების შეწოვას, ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და შესანიშნავი გარემოა სასარგებლო მიკროფლორის ზრდისთვის.

📌ფსილიუმი დიდხანს ქმნის სისავსის შეგრძნებას.

📌გამწმენდ თვისებებთან ერთად, მას იყენებენ წონის დაკლების პროგრამებში.



📋 მომზადების წესი:

მისი მთავარი კულინარიული უპირატესობა არის გლუტნის ჩანაცვლების შესაძლებლობა.

1 გრამი ფსილიუმის ფქვილი შთანთქავს 45 გრამ წყალს და გადაიქცევა ჟელატინურ მასად. ამიტომ ფსილიუმი ტრადიციულად გამოიყენება ცომის გასქელებლად.

ფუნთუშის დასამზადებლად, ერთ ჭიქა ფქვილზე დაგჭირდებათ 1 გრამი ფსილიუმის ფქვილი (ფხვნილი). მოზილეთ ცომი და გააჩერეთ 10-15 წუთი.

შედეგად მიიღებთ ნაზ და რბილ ცომს, რომელთანაც სიამოვნებაა მუშაობა.

სოუსებსა და კოტლეტებში ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ფსილიუმის ფქვილი.

მოვამზადოთ ერთად სახლის პური❓


1,260 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page