top of page

წესები და პირობები

შესავალი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება enya.ge-ის ონლაინ მაღაზიაში!

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „ენია“-ს (ს/კ 406323955) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ enya.ge ვებ-გვერდის გამოყენებას.

enya.ge -ს ვებ-გვერდი ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის enya.ge -ს (გამყიდველისა) და მომხმარებლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც enya.ge -ს პლატფორმა.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც enya.ge თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

enya.ge -ს გამოყენების შესახებ წესებსა და პირობებზე დათანხმებით, თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

გთხოვთ, ვებსაიტის გამოყენებამდე გაეცნოთ გამოყენების წინამდებარე წესებს.

განცხადება

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

  •   არის 18 ან მეტი წლის ფიზიკური პირი.  

  •   გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

  •   მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

  •  თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე,  enya.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.

მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება:

  • მყიდველი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე enya.ge;

  • რეგისტრაციისთვის მყიდველი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით;

  • რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება enya.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს;

  • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მყიდველი ვებ გვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში მათი ყიდვის მიზნით.

  • ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანის და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას.

  • შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი შესყიდვისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის და არა მარტო საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია.

  • თუ მყიდველს უჩნდება დამატებითი კითხვა enya.ge-ს მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით იგი უკავშირდება კონსულტანტს:  ვებგვერდის კონტაქტში არსებული შესაბამისი ფორმის გამოყენებით.

  • ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა  გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის მაგრამ არა მარტო: პროდუქტის ან მომსახურების ხელმისაწვდომობა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომები თქვენს შეკვეთაში და სხვა, ასევე ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა, თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

თანხის დაბრუნება/ანაზღაურება

 

ნივთის დაბრუნება ან შეცვლა შეგიძლიათ მოითხოვოთ შემდეგ შემთვევებში:

  1. დადგენილი ვიზუალური დეფექტის გამო;

  2. მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვეთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;

  3. ნივთი მისამართზე მოგიტანეს 3 სამუშაო დღის დაგვიანებით.

ნივთის დაბრუნებისას ჩვენ  პროდუქტის ღირებულების სრულ თანხას ან თანხის სხვაობის  ჩარიცხვას ვახდენთ იმ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა  - დაბრუნებული პროდუქტის მიღებიდან 7კალენდარული დღის განმავლობაში. 

ანალიტიკა

ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურება, ჩვენი სერვისის გამოყენების მონიტორინგისა და ანალიზისთვის.

შეწყვეტა

ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ ან შევაჩეროთ თქვენი ანგარიში და სერვისზე წვდომა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე ან პასუხისმგებლობის გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ, რაიმე მიზეზის გამო და შეზღუდვის გარეშე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ პირობების დარღვევის შემთხვევაში.

თუ გსურთ ანგარიშის შეწყვეტა, შეგიძლიათ უბრალოდ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.

მარეგულირებელი კანონი

წესები და პირობები რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მარეგულირებელი კანონის ფარგებში, მასთან კონფლიქტში მყოფი დებულებების გათვალისწინების გარეშე.

ჩვენს მიერ ამ პირობების რაიმე უფლების ან დებულებების შეუსრულებლობა, არ განიხილება ამ უფლებების უგულებელყოფად. თუ ამ პირობების რომელიმე დებულება სასამართლოს მიერ ბათილად ან კანონიერი ძალის არმქონედ ჩაითვლება, ამ პირობების დარჩენილი დებულებები რჩება მოქმედად.

 

ცვლილებები სერვისში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში, ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად, ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურების ზოგიერთი ნაწილზე ან მთლიან სერვისზე, მომხმარებლებზე, მათ შორის რეგისტრირებულ მომხმარებლებზე.

 

დასტური/თანხმობა

ჩვენი სერვისით ან ჩვენს მიერ მოწოდებული სხვა სერვისის გამოყენებით, ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ.

 

დაგვიკავშირდით

გთხოვთ, თქვენი გამოხმაურება, კომენტარები, ტექნიკური დახმარების მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: info@enya.ge

bottom of page