top of page

უსაფრთხოების პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 ქვემოთ მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, ფუნქციონირებს ვებგვერდი (www.enya.ge), რომელიც გიწევთ მომსახურებას.

 თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაშინ თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ის ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ პოლისით. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ, გამოიყენება მომსახურების მისაღებად და გასაუმჯობესებლად. 

ტერმინებს, რომელიც გამოყენებულია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც წესებსა და პირობებში.

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

 მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ, გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, რითაც შევძლებთ თქვენ იდენტიფიცირებას. ეს მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული სახელით, ტელეფონის ნომრით, დაბადების თარიღით, სქესით, შესყიდვის ინფორმაციით, გამოსახულებებით, საფოსტო ინდექსით, ფინანსური ინფორმაციით (რაც გულისხმობს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალებს) და ა.შ. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ გამოიყენება თქვენთან საკონტაქტოდ ან თქვენი იდენტიფიცირებისათვის.

ENYA.ge განთავსებულია Wix.com პლატფორმაზე. Wix.com არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავყიდოთ ჩვენი პროდუქტები და მომსახურება. თქვენი მონაცემების შენახვა შესაძლებელია Wix.com მონაცემთა ბაზების და Wix.com-ის საერთო აპლიკაციების საშუალებით. ისინი ინახავენ თქვენს მონაცემებს უსაფრთხო სერვერებზე Firewall- ის (ბრანდმაუერის) მიღმა.

 

Wix.com– ის მიერ შემოთავაზებული და ჩვენი კომპანიის მიერ გამოყენებული ყველა პირდაპირი გადახდის გამტარი შეესაბამება PCI-DSS– ს, რომელსაც მართავს PCI უსაფრთხოების სტანდარტების საბჭო, ისეთი ბრენდების ერთობლივი ძალისხმევით, როგორიცაა Visa, MasterCard, American Express და Discover. PCI-DSS მოთხოვნები ხელს უწყობენ ჩვენი მაღაზიისა და მისი მომსახურების მიმწოდებლების მიერ საკრედიტო ბარათის ინფორმაციის უსაფრთხო დამუშავებას.

 ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე. არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად. ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

გვერდის გამოყენებისას მონაცემების შეგროვება

 

 გატყობინებთ, რომ ვებგვერდზე შესვლისას, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც აგზავნის თქვენი ბრაუზერი და მას ეწოდება შესვლის მონაცემები. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი საიტის მონახულებული გვერდები, ამ გვერდებზე გატარებული დრო და სხვა სტატისტიკა.

მომსახურების მომწოდებელი

 ჩვენ შეგვიძლია დავიქირაოთ მესამე პირი - კომპანიები ან ინდივიდები - შემდეგი მიზნებისათვის: მომსახურების გაუმჯობესება; მომსახურების გაწევა ჩვენი სახელით; მომსახურებასთან დაკავშირებული ქვე - მომსახურებები; მომსახურების ანალიზი.

 ჩვენ გატყობინებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებს შესაძლებელია წვდომა ჰქონდეს თქვენ პერსონალურ მონაცემებთან. ეს განპირობებულია იმ ვალდებულებებით, რაც აკისრიათ მათ ჩვენ მიმართ. თუმცა, ისინი ვალდებულებას იღებენ, რომ არ გაავრცელებენ ან გაამჟღავნებენ ამ ინფორმაციას სხვა მიზნით.

ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში

 ჩვენ შეიძლება დროდადრო განვაახლოთ წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, რასაც დაუყოვნებილ განვათავსებთ ჩვენს ვებ-გვერდზე.

ცვლილებებისა და განახლებების შესახებ, ჩვენ მოვახდენთ ვებ-გვერდის მომხმარებლების ინფორმირებას ელ-ფოსტით ან სხვა სახის შეტყობინებით და განვაახლებთ ცვლიბებისა და დამატებების ძალაში შესვლის თარიღს წინამდებარე პოლიტიკის დასაწყისში.

გირჩევთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას. პოლიტიკა, ისევე როგორც ნებისმიერი ცვლილება და დამატება ძალაშია ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

კონტაქტი

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების ან შემოთავაზებების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: info@enya.ge

bottom of page